ბათუმში, 20 მისამართზე ეზოების კეთილმოწყობა დასრულდა

398

ბათუმში მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დაზიანებული ასფალტის საფარის, ბორდიურებისა და ტროტუარების აღდგენა.

ამ დროისთვის ეზოების კეთილმოწყობა უკვე დასრულდა 20-მდე მისამართზე და დამატებით დაგეგმილია 40 ეზოს რეაბილიტაცია.

სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 250 000 ლარია გამოიყოფილი.