ქუთაისში 30 წლის წინ უსახსრობის გამო გაჩერებული პროექტი წელს დაიწყო.
სულხან საბა- ვაკისუბნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2017 წლის ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც მილიონ რვაასი ათასი ლარი ჯდება. აღნიშნული გზა ნიკეას ქუჩაზე გამავალ ავტობანს უკავშირდება. პროექტი ორ წლიანია. სამუშაოების მთავარი ნაწილი წელს დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერა. მისი თქმით პროექტის მიზანი ჭავჭავაძის ცენტრალური მაგისტრალის განტვირთვაა.