“ხაშური არის პირველი, საქართველოს მასშტაბით, ჯერ არც ერთი სხვა საბავშო ბაღი ამ პორტალში არ მიუწვევიათ”, – განაცხადა “რადიო მოზაიკასთან” ხაშურის ბაღების გაერთიანების უფროსმა, ლელა გელაშვილმა.
საუბარია ევროპის საგანმანათლებლო პორტალზე, სადაც საგანმანათლებლო პროექტები მზადდება.
“ეს არის საგამანათლებლო პორტალი, სადაც აქამდე მხოლოდ სკოლები, მასწავლებლები ბავშვები იყვნენ ჩართულები. წელს კი პორტალს დაემატა საბავშო ბაღებიც. პირველი ამ პორტალში გაწევრიანება შემოგვთავაზეს ჩვენ და დავთანხმდით დიდი სიამოვნებით. გვქონდა ონლაინ შეხვედრაც პორტალის წევრებთან”, – გვითხრა გელაშვილმა.
მისი თქმით, მათ უკვე მიიღეს პარტნიორობოს შემოთავაზება მაკედონიის ერთ-ერთი ბაღისგან.
“რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ მაკედონიიდან. ეს იყო პიროვნება, რომელიც არის მაკედონიის ბაღის მეთოდისტი და შემომთავაზა პარტნიორობა თავის პროექტში. ეს პროექტი ამ ეტაპზე დაზუსტების ფაზაშია, გავცვლით იდეებს და შემდეგ გავაგრძელებთ თანამშრომლობას”.