პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებულად მოქმედებენ.
მისივე თქმით, ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში ვერცერთ პროცენტს ვერ მიიღებს.
“ალეკო ელისაშვილი თავიდანვე იყო ასოცირებული “ნაციონალურ მოძრაობასთან”. მთელი მისი ქმედება, რასაც ის გეგმავდა იყო შეთანხმებული “ნაციონალურ მოძრაობა”-სთან. ასე რომ არც შემთხვევითი კადრებია, არც შემთხვევითი ამბავია, არც დამთხვევა. ისინი ერთნი არიან, უბრალოდ სხვადასხვა როლებში და ერთ სცენარში სხვადასხვა სახით წარსდგებინ ხოლმე.
ელისაშვილი მუდმივად დემაგოგიური ფორმით გამოხატავდა იმ ინტერესებს რაც “ნაციონალურ მოძრაობას” უნდოდა. ეს ჩემთვის ახალი ამბავი არ არის. ამ ქალაქისთვის ძალინ დიდი შეურაცხყოფაა მისი კანდიდატურა, რომ დგას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კითხვაზე, ხმათა რაოდენობის დახლოებით რამდენ პროცენტის მიიღებას უწინასწარმეტყველებთ თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს? იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა:
მას?! ალეკო ელისაშვილს საერთოდ ვერ ვხედავ პროცენტებში.
წყარო: აიპრესი