ოპოზიცია მმართველ გუნდს მარნეულში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

1023

“ნაციონალური მოძრაობა” მმართველ გუნდს მარნეულში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატთან, ზაურ დარგალთან, შეხვედრისას, მარნეულის მერიის თანამშრომლები და საარჩევნო კომისიის წევრები მიიყვანეს:

1) ზურაბ სხირტლაძე – კომისიის წევრი 68-ე უბანი
2) ზაზა ჩხიტუნაძე – 26-ე უბანი
3) ირაკლი ჩხიტუნაძე – 37-ე უბანი
4) ლაჩა ჩხიტუნაძე – 89-ე უბანი
5) ფირანი მაისურაძე – 57-ე უბანი

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კომისიის წევრის – ლაშა ქველაძის განცხადებით, გამოყენებული იყო მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი მანქანა სახელმწიფო ნომრით: AS-965-SA

ვიდეომასალა:
1) https://youtu.be/kVdZZKInF-Y
2) https://youtu.be/F1iGPOwRtvg
3)  https://youtu.be/jEuwVIi1R9c

ფოტო:

ფოტოს ავტორი: “ნაციონალური მოძრაობა”

“ნაციონალური მოძრაობის” შტაბს საოლქო კომისიისთვის ჯერჯერობით სარჩელით არ მიუმართავს.