ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

806

სტატიის გაგრძელება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საარჩევნო ნომერი დღეს 47 საარჩევო სუბიეტს მიენიჭა.

კანონმდებლობით, წილისყრის პროცედურის გამარტვისთვის ცესკო-ს ვადა 1 ოქტომბრამდე ჰქონდა, თუმცა, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, ნომრების მინიჭება გაცილებით ადრე გახდა შესაძლებელი.

„გუშინ ამოიწურა საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის მიზნით ცესკო-ს თავმჯდომარისთვის მიმართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, რიგითი ნომრების განსაზღვისთვის ბოლო ვადა არის 1 ოქტომბერი, ანუ არჩევნებამდე 30 დღე. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელი გახდა სხვადასხვა პროცედურა დასრულებულიყო დროულად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიეცა შესაძლებლობა, არჩვნებამდე 30-ის ნაცვლდ 42 დღით ადრე წილისყრით განესაზღვრა რიგითი ნომრები.

ამასთან, გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც საარჩევნო სუბიექტებს გაუმარტივდებათ არჩევნებში რიგითი ნომრების გამოყენება. კერძოდ კი, საარჩევნო სუბიექტებს სამივე არჩევნებისთვის შეუძლიათ გამოიყენონ ის რიგითი ნომერი, რომელიც დღეს განესაზღვრათ წილისყრით, ან სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ გამოიყენონ ის რიგითი ნომრები, რასაც ისინი იყენებდნენ ბოლო საერთო მუნიციპალიტეტის არჩევნების დროს“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.

მიქელაძის თქმით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით სულ რეგისტრირებულია 58 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი. დღეს წილისყრის პროცესში მონაწილეობდა 47 საარჩევნო სუბიექტი, ხოლო დანარჩენ 13 სარჩევნო სუექტს უფლება ჰქონდა, წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ ის რიგითი ნომრები, რომლებსაც ისინი მანამდე იყენებდნენ.

საუბარია იმ 13 პოლიტკურ პარტიასა თუ ბლოკზე, რომლებიც კანონით დადგენილი წესით, კვალიფიციურ სუბიექტებად მიიჩნევიან.