ახაშენში, სამების უბანში მოსახლეობა ჭაბურღილის ამუშავებას ითხოვს

633

ახაშენში, სამების უბანში მოსახლეობა 1 თვეა ჭაბურღილის ამუშავებას ელოდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, სამუშაოები დასრულდა, თუმცა, სასმელი წყალი მაინც არ მიეწოდებათ. არადა, მათ ადგილობრივი ხელისუფლება პირდებოდა, რომ პრობლემა აგვისტოში მოუგვარდებოდათ.

ტელეკომპანია “გურჯაანი” გურჯაანის მერიას დაუკავშირდა. ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, კოტე ბერიძიშვილმა ზეპირი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ 28 სექტემბერს, სამშაბათს სოფელ ახაშენში ჭაბურღილი ჩაირთვება და მოსახლეობას სასმელი წყალი ექნება.