რუსთავში ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები სრულდება

380

რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე, ავტობუსების სადგომისა და მისი დამხმარე შენობა-ნაგებობების მოწყობის სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. სადგომი აშენდა იმ 40 ახალი ავტობუსისთვის, რომელთა შემოყვანაც ქალაქში დეკემბრიდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება.

“ობიექტი უნდა მოემსახუროს ქალაქის 40 ახალ ავტობუსს, რომელთა შემოდინებაც დაიწყება დეკემბრიდან, განხორციელდება ეტაპობრივად და გაგრძელდება იანვრის ბოლომდე. ჩვენ ვიცით, რომ ამ პროექტს ახლავს გარკვეული ვალდებულებები და სწორედ ერთ-ერთი ვალდებულება გულისხმობდა ახალი ავტოსადგომის მოწყობას. პოექტი უკვე არის დასრულების ეტაპზე და ქალაქს ექნება გამართული ინფრაქტრუქტურული კუთხე, რომ მოემსახუროს ახალ ავტობუსებს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყო ორ სართულიანი ადამინისტრაციული შენობა, დაცვის ჯიხური, ავტოსამრეცხაო და ბოქსები. ასევე, ღია და დახურული ავტობუსის სადგომები, რომლებშიც რამდენიმე ათეული ავტობუსის განთავსებაა შესაძლებელი.

ავტობუსების სადგომის პროექტის განსახორციელებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 305 646 ლარი დაიხარჯა.