წალკაში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, ედვარდ პეტროსიანს თავს დაესხნენ. პეტროსიანი ფიზიკურ ძალადობაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამბობს, რომ გზაზე დახვდნენ და დაემუქრნენ, რის შემდეგაც “ქართული ოცნების” ადგილობრივი წარმომადგენელი ფიწლით გამოუდგა და სცემა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
მანამდე კი დმანისში კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრებს თავს დაესხნენ და ამის ამსხვალი ვიდეომასალაც არსებობს. დღეს კი “ოცნების” ადგილობრივი მაღალჩინოსანი “მთავარის” გადამღეჯ ჯგუფს დაესხა თავს და ჟურნალისტს დაჭრით დაემუქრა.
მიუხედავად ამ ფაქტებისა, უმრავლესობის ლიდერები წინასაარჩევნოდ გახშირებულ ძალადობრივ შემთხვევებს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში სიმშვიდეა და ყველა პოლიტიკური პარტია საკუთარ საარჩევნო კამპანიას მშვიდად ატარებს.