სამტრედიაში, კონსტიტუციის ქუჩაზე და ახალსოფელში, ,,ტუტა მიწის” დასახლებაში ასფალტ-ბეტონის გზა დაიგო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციებზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა.
დასრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ, მერის პირველმა მოადგილემ – გრიგოლ დალაქიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და ადგილობრივებს გაესაუბრნენ.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა აღნიშნეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასფალტ-ბეტონის გზა ეტაპობრივად ყველგან დაიგება.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ინდიკო”-მ შეასრულა და ის რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა.