ქუთაისში “პატრიოტთა ალიანსის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სამოქალაქო აქტივისტები ცდილობდნენ, პარტიის ლიდერისთვის პუტინის გამოსახულებით სტიკერი გადაეცათ და კითხვა დაესვათ, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი”, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ლომიას თქმით, თავად აქტივისტები არიან მოსყიდულები და მან აქტივისტს სტიკერი შუბლზე გაკვრა ურჩია.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, ისინი სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ.