რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება ვაკანსიებს აცხადებს

1376

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება ვაკანსიებს აცხადებს.

“ა(ა)იპ “რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება” აცხადებს კონკურსს სპეციალური პედაგოგის 11 ვაკანტურ პოზიციაზე.

კონკურსანტს საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეც. მასწავლებლის მომზადების მოდული. ასევე, სასურველია, ჰქონდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს ტრენინგები ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით.

დარიცხული ხელფასი – 650 ლარი.

პოზიცია მოიცავს 40 სამუშაო საათს კვირაში.

კანდიდატმა 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაერთიანების საორგანიზაციო განყოფილებაში

წარმოადგინოს CV, პირადობის მოწმობის ასლი, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი, შესაბამისი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).

ჩვენი მისამართია კოსტავას ქ. 20 (რუსთავის მერია, მესამე სართული)

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) განცხადებების მიღება, ბ) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით გადარჩევა, გ) გასაუბრება.

გასაუბრება ჩატარდება 18 სექტემბერს 11:00 საათზე”, – ნათქვამია გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.