ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები- საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა სოფელ ფარიზში, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო და განახლდა სარწყავი სისტემები. სამუშაოები მიმდინარეობს ქვემო ბოლნისსა და რატევანში – სოფლებში შიდა გზები ეწყობა ისეთ ლოკაციებზე, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამ დრომდე, არ ყოფილა.
მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს ქვემო ქართლის მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები გაეცნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქ. ბოლნისში კოსტავას ქუჩაზე და მიმდებარე ჩიხებზე განხორციელებული სამუშაოებიც დაათვალიერა, სადაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით საცხოვრებელი სახლების ჭიშკრები, ღობეები და დაიგო ქვაფენილი სრულად შეიცვალა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.