ბათუმის მერის ცრუ დაპირება თანამოქალაქეებს. ჯერ კიდევ 2 თვის წინ გიორგი ერმაკოვი აანონსებდა , რომ ქალაქში გარევაჭრობა აიკრძალებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მერმა დაპირება ვერ შეასრულა. დღეს ერმაკოვი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს. მერიაში კი დღემდე არ იციან, როდის აღმოიფხვრება პრობლემა. თვითმმართველობაში პროცესის გაჭიანურებას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებენ.
წყარო: ტვ25