მოგვიტანა შეშა, დააფინანსა ოპერაცია… – ხაშურის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი მოქალაქეებს ეხმარება, რაც აკრძალულია ​

917

ხაშურის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი ლევან გამრეკელი მოქალაქეებს მატერიალურ დახმარებას წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში უწევს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში თავად მოქალაქეები ავრცელებენ. ასე, მაგალითად, ერთ-ერთი მოქალაქე მადლობას უხდის მაჟორიტარ კანდიდატს, რომ შეშით მოამარაგა. ასევე, გამოქვეყნდა კიდევ ერთი მოქალაქის სამადლობლებო წერილი.

ლევან გამრეკელი კენჭს იყრის ერთ-ერთ დიდ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ოსიაურის, ახალსოფლის, ნარუჯების, ხცისის, მიწობის, კრისხევის, წრომის, ახალშენის, იმერლიანთკარის, დიდი ყელეთის, პატარა ყელეთის, ხავლეთის, სარტყელას, დიდი ხალების, ღართას, ღვრიაწყალის, პატარა ხალებისა და ალექსანდრესწყაროს უბნები.

არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით, ხოლო მეორე ტურის გამართვის საჭიროებისას − არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან მეორე ტურის კენჭისყრის დღის ჩათვლით აკრძალულია:

საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);