ვეჯინსა და ძირკოკში ,,ნაცმოძრაობიდან” მაჟორიტარობის კანდიდატი ელმირა ბეციაშვილია

459

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვეჯინი-ძირკოკის მაჟორიტარულ ოლქში “ნაციონალური მოძრაობიდან” მაჟორიტარობის კანდიდატი ელმირა ბეციაშვილია. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავს.მისი ინფორმაციით, ორივე სოფელში სასმელი წყლის,შიდა საუბნო გზებისა და სოციალური საკითხები აწუხებთ.

დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველს პირდება, რომ თუ 2 ოქტომბერს ნდობას გამოუცხადებენ და საკრებულოს წევრი გახდება, ამ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.