ჩუმლაყი-ყიტაანის მაჟორიტარ დეპუტატად „პატრიოტთა ალიანსიდან“ ივანე ყოჩაშვილი იყრის კენჭს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
იგი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ორივე სოფელში არაერთი პრობლემა დაგროვდა. მხარდაჭერის შემთხვევაში კი თავდაპირველად მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას გეგმავს.
მისი ინფორმაციით, ჩუმლაყსა და ახაშენში კერძო ტაქსებით გადაადგილება ძვირია, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს. ასევე გეგმავს, შექმნას სამუშაო ადგილები, რაც გაჭირვებულ მოსახლეობას სოციალურ მდგომარეობას შეუმსუბუქებს.