ქუთაისში, სახლებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

766

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, წელს 48 მისასვლელის კეთილმოწყობა იგეგმება.  ამჟამად დასრულებულია 25, ხოლო  სამუშაოები მიმდინარეობს ორ ქუჩაზე.

მისასვლელი გზების რეაბილიტაციისთვის 800 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მიმდემი” ასრულებს. იქ სადაც თანადაფინანსების ფარგლებში მოეწყო ეზოები მისასვლელი გზები სრული დაფინანსებით კეთდება.