შიმშილობა დაიწყეს ფოთის საკრებულოს ახლადარჩეულმა დეპუტატებმაც. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მერობის ყოფილი კანდიდატი, გიგი უგულავა ავრცელებს და წერს, რომ მათზე თავდასხმა იგეგმება:
“SOS:
დღეს ჩვენმა თანამებრძოლებმა ფოთის არჩეულმა დეპუტატებმა არჩილ ხულორდავამ, ანიტა ჯოჯუამ და ლაშა რუხაიამ გამოაცხადეს შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. ისინი ენმ-ს ფრაქციის ოთახში იმყოფებიან.
დღეს 6 საათზე იგეგმება მათზე საპოლიციო თავდასხმა”, – წერს გიგი უგულავა.
https://www.facebook.com/ugulavageorge/posts/4560634004030250