ქარელის მუნიციპალიტეტის 9 სოფელში გარეგანათებისთვის საჭირო ნათურებს დააყენებენ. ყველაზე მეტი ნათურა რუისსა და დვანში დამონტაჟდება. გარდა ამისა, ღამით მთიანი დასახლების რამდენიმე სოფლის ქუჩებსაც გაანათებენ.
თათანაანთ უბანი – 16 ცალი
სამწევრისი – 42 ცალი
ვედრება – 28 ცალი
სანებელი – 7 ცალი
რაც შეეხება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს:
ტახტისძირი – 14 ცალი
დვანი – 49 ცალი
სოფელ ურბნისში 7 ნათურას დაამატებენ, ხოლო ძლევიჯვარში – 3-ს.
რუისში 75 ნათურას დაამონტაჟებენ.
სამუშაოები სექტემბერში დაიწყება. ჯამურად, 241 ნათურის მონტაჟისთვის 64 ათასი ლარი გამოიყო.