“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შიდა ქართლში თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატები წარადგინა. გორში მერობისათვის რევაზ კახნიაშვილი იბრძოლებს, კასპში – ალექსანდრე შაქარაშვილი, ქარელში კი – ნიკოლოზ ახალკაცი. გარდა მერობის კანდიდატებისა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” გორში 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხოლო ქარელში 17 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.