აი, ფაქტი: არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხონის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა “ოცნებას” 53 ათასი ლარი შესწირეს

378

Ifact.ge-ს ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხონის ხელისუფლების წევრებმა “ქართულ ოცნებას” 53 ათასი ლარი შესწირეს. მისივე ცნობით, ყველა ჩარიცხვა 26 ოქტომბერს განხორციელდა.

“ახლადარჩეულმა მერმა ლადო ჯურხაძემ მმართველ პარტიას 26 ოქტომბერს 5 ათასი ლარი ჩაურიცხა. იმავე დღეს, “ოცნებას” 8 ათასი ლარი ჩაურიცხა საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძემაც.

მართველ პარტიას ჯამში 40 ათასი ლარი შესწირეს საკრებულოში “ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ მაკა ტაბიძემ, საკრებულოს წევრმა შორენა კაკაბაძემ და სოფელ ივანდიდის, ნახახულევის, კუხის და დედალაურის მაჟორიტარებმა. ყველა მათგანმა თანხა 26 ოქტომბერს ჩარიცხა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.