ახმეტაში ციხე-ქალაქ კვეტერასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

459

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ციხე-ქალაქ კვეტერასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

მათივე ინფორმაციით, ახალი ინფრასტრუქტურა მიზნად ისახავს ტურიზმის სტიმულირებას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ციხე-ქალაქ კვეტერასთან მისასვლელი 600-მეტრიანი ახალი გზის მონაკვეთის დაგება, ასევე, ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სავაჭრო ჯიხურების მოწყობა. ასევე, დამატებით მოეწყობა პარკინგი და საკემპინგე ადგილები, გარდა ამისა გაკეთდება წყლისა და ელექტროენერგიის წყაროები.