დღეს ქართული ოცნება გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს

826

დღეს მმართველი პარტია გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს წარადგენს.

წარდგენა საგარეჯოში 15:00 საათზე ჩაილურის ციხეზე მოხდება.
ამის შემდეგ კანდიდატს 16:30 წუთზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ფიროსმანის სახლმუზეუმში წარადგენენ. რაც შეეხება გურჯაანს იქ ღონისძიება კურორტ ახტალის ტერიტორიაზე 20:00 საათზე გაიმართება.

წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.