ქუთაისში საბავშვო ატრაქციონი დამატებით 17 ადგილზე მოეწყობა

938

თვითმმართველობის არჩევნებამდე ქუთაისში  საბავშვო ატრაქციონი კიდევ 17 ეზოში მოეწყობა. ატრაქციონების მოსაწყობად ქუთაისის მერია 85 ათას ლარიან ტენდერს აცხადეს.

მიმწოდებელი ვალდებულია საბავშვო ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი განახორციელოს ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.  თუ რა მისამართებზე აპირებს მერია ატრაქციონების განთავსებას, ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა.

17 კომპლექტი საბავშვო ატრაქციონი  ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა დამონტაჟდეს.

წყარო: ნიუპრესი