დმანისის მერი და „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერის გამო, პარტიიდან გარიცხეს

763

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული. ამის შესახებ ნათქვამია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში.