ხატია დეკანოიძე: თუ ზურაბ ჯაფარიძე წარმოდგენილი იქნება როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გადავწყვეტთ დავუჭიროთ თუ არა მხარი

814

წინა სტატია

მივესალმებით იმ შემთხვევას, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი დიდუბე-ჩუღურეთში როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთში აპირებს კენჭისყრას.

დეკანოიძის თქმით, ზურაბ ჯაფარიძე კარგი კანდიდატია და მას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ თუ მაჟორიტარულ არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სახელით წარსდგება.

„ზურა ჯაფარიძე ნამდვილად კარგი კანდიდატია. მისი კონკურენტი „ქართული ოცნების“ მხრიდან გია ვოლსკი ნამდვილად წარმოადგენს იმის განსახიერებას როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი. იმ შემთხვევაში, თუ ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში, ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ დავუჭიროთ თუ არა მხარი. ზოგადად მივესალმებით იმ შემთხვევას, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი დიდუბე-ჩუღურეთში როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი. თუ ოპოზიცია ჩამოყალიბდება, რომ დანარჩენ 2 ოლქშიც იყოს გაერთიანებული კანდიდატის მხარდაჭერა, ამ ჭრილშიც გვექნება კონსულტაციები პარტიებთან და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსთან – პოლიტსაბჭოსთან. ზურა ესაუბრება მათ შორის ჩვენს ლიდერებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ „გირჩთან“ შესაძლო კოორდინაციაზე და უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ჯაფარიძის განმარტებით, „გირჩმა“ მაჟორიტარულ არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება თბილისის 6 ოქლის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესის გართულების გამო მიიღო.