“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ახალგაზრდებს შეხვდა. ვაშაძის თქმით, მაშინ როდესაც საქართველომ 5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი მიიღო, დამსხვრეული ოცნებების პარტიას არცერთი სამუშაო ადგილი არ შეუქმნია და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის არცერთი ინვესტიცია არ განუხორციელებია.
„სტრატეგია აღმაშენელის“ ლიდერის განცხადებით,მისი პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში საქართველოში განათლების ხარისხი გაუმჯობესდება და კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნება, რადგან საქართველოში ახალგაზრდებს დარჩენის მიზეზი უნდა ჰქონდეს
„სიღარიბე და კორუფცია ასეულ ათასობით ახალგაზრდა ადამიანს აიძულებს ჩვენი ქვეყნის დატოვებას, რადგანაც ისინი საქართველოში თავიანთ მომავალს ვერ ხედავენ. მაშინ, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ 5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი მიიღო, დამსხვრეული ოცნებების პარტიას არ შეუქმნია არცერთი სამუშაო ადგილი და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის არცერთი ინვესტიცია არ განუხორციელებია. ახალგაზრდები იღებენ მხოლოდ 200-ლარიან დახმარებას, რათა გაუმკლავდნენ პანდემიის პირობებში წარმოქმნილ კრიზისს, მაშინ როცა დამსხვრეული ოცნებების პარტიამ თავის გარემოცვაში მყოფ 21 კომპანიას 45 მილიონი ლარი მისცა. ჩვენ უნდა დავასრულოთ დამსხვრეული ოცნებების პარტია და განვახორციელოთ ინვესტიციები ჩვენს ახალგაზრდებში – განათლების ხარისხის გაუმჯობესებით, კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნით. როგორც პრემიერ-მინისტრი, მე ავაშენებ საქართველოს, სადაც ჩვენს ახალგაზრდებს დარჩენის მიზეზი ექნებათ. ჩვენ დავასრულებთ დამსხვრეული ოცნებების პარტიას და ქვეყანაში შევქმნით მიზიდულობის ცენტრს, სადაც ჩვენი ახალგაზრდები დაბრუნდებიან“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.