“როგორ დავიწყოთ ბიზნესი”-გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისთვის კონკურსი გამოცხადდა

348

“როგორ დავიწყოთ ბიზნესი”, – გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის კონკურსი გამოცხადდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან  თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სასწავლო/ტრენინგ-კურსში  „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის.

სასწავლო კურსის მიზანია  მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.

“ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, დუშეთის, მესტიის, ონის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს“,- ნათქვამია განცხადებაში

კონკურსის შედეგად შეირჩევა 16 მსმენელი, პროექტში მონაწილეობის მიღება  18 წლის ზემოთ ქალებს შეუძლიათ.

მსურველებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნონ შემდეგ მისამართზე მისამართზე: press@smr.gov.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადა 12 ოქტომბერია.