“რაჭის სათემო ორგანიზაცია”, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მიკროგრანტების კონკურსს აცხადებს

385

“რაჭის სათემო ორგანიზაცია”, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მიკროგრანტების კონკურსს აცხადებს.

მათივე ცნობით, საგრანტო კონკურსი პროექტის „ქალების ძალაუფლება ინკლუზიისთვის“ ფარგლებში ცხადდება. ამასთან, საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს შექმნან თანატოლთა ქსელი, რათა გაზარდონ გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა, შეცვალონ ცნობიერება და ხელი შეუწყონ დისკრიმინაციის აღმოფხვრას.

საგრანტო კონკურსის დებულების და საპროექტო განაცხადის ფორმის გასაცნობად ეწვიეთ მითითებულ ბმულს.

შევსებული განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია – racha.community@gmail.com-ზე.