დროშა გულებში დაიკიდეთ! – გოგი წულაია ქუთაისში დროში დგარის სამუშაოებს ეხმიანება

429
პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე დროშის აღმართვის ამდროდე გაჭიანურებას ბრიფინგით გამოეხმაურა.

მისი თქმით, ადგილზე დაწყებული დგარის მოწყობის სამუშაოების შემდეგ მიწამ ჩაწევა დაიწყო. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

“უკვე ხუთჯერ ამოავსეს, მაგრამ მაინც ჩადის მიწა. არ ვიცი შიგნით გამოქვაბულია, ქვედა დინებებია წყლის თუ რა არის, მარგამ ფაქტია, რომ რაღაც საშიშროებაა. ქუთაისის გულებში დაკიდეთ დროშა, სულ არ უნდა ასეთი დროში ფრიალი, გადაარჩინე, ფუნქცია მოუნახე ამ ქალაქს”, – ამბობს გოგი წულაია.

ქუთაისის მერია ნიკეას ქუჩაზე დროშის დაკიდებას ორ წელზე მეტი ცდილობდა.

ეროვნული სიმბოლიკის დადგმა ხუთჯერ, სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა. ჯერ, მერიამ ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ ნიადაგი, სადაც დროშის დგარი უნდა მოწყობილიყო არ შეუსწავლია, სხვა ტენდერები კი ან შეწყდა, ან შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებაზე უარი ბოლო მომენტში თქვა.

მეექვსე მცდელობაზე, ტენდერში (NAთ190025060) შპს “ნიუ იბერიამ” გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას დროშის დგარი მიმდინარე წლის 9 მარტამდე უნდა მოეწყო, თუმცა, პროცესი ჯერ მერიის დაკვეთით მომზადებულ პროექტში არსებული ხარვეზების მიზეზით შეჩერდა, შემდეგ კი დროშის აღმართვის სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების გამო შეფერხდა.

დროშის მოწყობა ბიუჯეტს 49 959 ლარი უჯდება.