ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე წლების წინ თვითნებურად მოწყობილი ავტობაზრობა გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ბაზრობა გოგოლის ქუჩაზე „მეტროს“ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადავიდა.
მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასაყიდი ავტომობილების მფლობელები აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ გააფრთხილეს. მოსთხოვეს დაევტოვებინათ უკანონოდ დაკავებული ტროტუარები და პარკირების ზონები.
“იმ მძღოლებმა, რომლებმაც უგულებელყვეს მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნა, მათი ავტომობილები გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე. რაც შეეხება აღმაშენებლის ქუჩას, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მონიტორინგი, რათა ავტობაზრობის მოწყობა არ განმეორდეს”, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.