გადასახადებს შევამცირებთ – “ევროპული საქართველოს” საარჩევნო დაპირება

445

წინა სტატია

შემდეგი სტატია

კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია – ეს არის სამი დაპირება, რომელსაც “ევროპული საქართველო”, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, არჩევიდან 100 დღის განმავლობაში მოსახლეობას ჰპირდება.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, პირველი და უმთავრესი დაპირება კეთილდღეობაა, ვინაიდან დღეს საქართველოში უმუშევრობა, სიღარიბე, ზრდადი ფასები და გაჭირვებაა.

პარტია მოსახლეობას ჰპირდება, რომ, უპირველესად, შეამცირებს გადასახადებს, ვინაიდან ეს არის კრიზისის პირობებში ბიზნესის გადარჩენის შესაძლებლობა, ხოლო ბიზნესის გადარჩენით აღარ შემცირდება სამუშაო ადგილები. გაძლიერებული ბიზნესი კი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მოაგვარებს ქვეყანაში დასაქმების პრობლემას.

“ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ სწორედ გადასახადების დაწევა არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც, ასევე, ფასების ზრდას შეაკავებს და თითოეულ ოჯახს წელიწადში 2000 ლარს დაუზოგავს.