ხაიშის თემის სოფელ იდლიანის მცხოვრებლები ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ხიდის აღდგენას ითხოვენ

585

ხაიშის თემის სოფელ იდლიანის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი სოფლისა და ცენტრალური გზის დამაკავშირებელი დაზიანებული ხიდის აღდგენას ითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნით, ადგილობრივებმა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მთავარი ავტომაგისტრალის ხაიშის მონაკვეთზე გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოფლიდან სხვადასხვა პუნქტამდე მისასვლელად ხშირ შემთხვევაში, ათეულობით კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.

იდლიანის თემის მოსახლეობა აქციაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლამდე გზის გახსნას არ აპირებს.