ზამთრის სეზონისთვის ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ შეშა უკვე შეიძინა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მოქმედი 19 საბავშვო ბაღი და ორი სასკოლო მზაობის ჯგუფი შეშით ხარაგაულის სატყეო მეურნეობამ მოამარაგა.
200 კბ/მ შეშაში ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ 18 826 ლარი გადაიხადა.