ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, მე-9 შესახვევში სანიაღვრე ქსელის მოწყობა დასრულდა. „ბათუმის წყლის” ცნობით, სამუშაოების ფარგლებში 72 გრძივ მეტრზე ახალი ქსელი მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე წლების განმავლობაში, სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, წვიმის დროს საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები იტბორებოდა. მიმდინარე სამუშაოებს, „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი, მარიკა გვიანიძე გაეცნო.
„მოსახლეობისთვის აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, „ბათუმის წყალმა“ სანიაღვრე ქსელის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო. ქსელის სიგრძე 72 გრძივი მეტრია და აღნიშნულ ქუჩაზე არსებულ სანიაღვრე ქსელს უერთდება. აღსანიშნავია, რომ სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების მიზნით, სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე ერთდროულად ვახორციელებთ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.