ქობულეთში, სოფელ დაგვას მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

665

ქობულეთში, სოფელ დაგვაში მცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ე.წ. ღელეს დასახლების მაცხოვრებლები გზის მოწესრიგებას ითხოვენ. როგორც ამბობენ, კლდიდან ქვებიც ცვივა, რაც ოჯახებს საფრთხეს უქმნის. პრობლემას კარგად იცნობენ ქობულეთის მერიაში. უწყებაში განმარტეს, რომ ადგილობრივთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მუშაობენ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

სოფელ დაგვაში, ორ კილომეტრიან გზის მონაკვეთზე, ბეტონის საფარი მხოლოდ ნაწილზეა დაგებული, გზის მეორე ნახევარი კი ძველებურად მოუწესრიგებელია. ავარიული გზის გამო განსაკუთრებით ჭირს დროული სამედიცინო დახმარების მიღება.

უგზოობას, კლდიდან ქვათაცვენაც ემატება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველი გაწვიმებისას, პროცესი აქტიურდება და გზის ამ მონაკვეთზე გავლა უფრო და უფრო საშიში ხდება. ისინი, კლდეზე დამცავი ბადეების გაკეთებას ითხოვენ. ამტკიცებენ, რომ პრობლემის მოგვარების თხოვნით, ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრჯერ მიმართეს, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა, სწორედ ამიტომ ადგილობრივებმა აქციის ფორმას მიმართეს.

პრობლემას კარგად იცნობენ ქობულეთის მერიაში. ინსფრასტურის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ გზის რეაბილიტაციას ეტაპობრივად მოახდენენ. ზაზა კაიკაციშვილის თქმით, დაგვაში ბეტონის საფარის დაგებაა გათვალისიწნებული, თუმცა შესაძლოა პროცესი 2021 წლამდე გაჭიანურდეს. რაც შეეხება ქვათაცვენას, მისივე ცნობით, საპროექტო დავალება უკვე მზადდება.

იმ შემთხვევაში, თუ კი ადგილობრივთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, დაგვაში მცხოვრებლები, პერმანენტული აქციების გამართვას აანონსებენ.