ქუთაისის მერობის კანდიდატად “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის გიორგი ჭიღვარიას კანდიდატურის დასახელება იგეგმება

760

“ქართული ოცნების” აქტივისტების განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერის პოსტზე “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის გიორგი ჭიღვარიას კანდიდატურის დასახელება გადაწყვეტილია. მათ  პარტიაში გიორგი ჭიღვარიას სასარგებლოდ მუშაობა დაავალეს.

გიორგი ჭიღვარია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ის თბილისში იმყოფება.  ვიზიტი, სავარაუდოდ,  საარჩევნო საკითხებს უკავშირდება.

თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. ზუსტი თარიღი აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი, შესაბამისად, წინასარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევა. ჯერჯერობით ქუთაისში  მერობის კანდიდატი  არცერთ პარტიას დაუსახელებია.

წყარო: ნიუპრესი