„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის მერობის კანდიდატს ახალციხის თემისა და ქალაქის გაერთიანება დაუშვებლად მიაჩნია

899

ირაკლი ბარძიმაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გაეუქმებინა სტატუსი საქართველოს 7 თვითმმართველი ქალაქისთვის, რომელთა შორის, ახალციხეცაა, დამღუპველია.

კანდიდატი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის რეფორმა, რომლის შედეგად, თავის დროზე, ქალაქი და თემი გაიყო, ხელისუფლებაში ახალმოსული „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი მიღწევა იყო. არჩევნებამდე სამი თვით ადრე კი ფაქტობრივად ჯერ ისევ არ ვიცით, ვის ვირჩევთ, ქალაქის მერს და თემის გამგებელს თუ ერთ მერს და ეს ძალიან დამაბნეველია.

„ოცნების“ ყველაზე დიდი სიმახინჯე არის ის, რომ ჯერ არ ვიცით რა მოხდება. სავარაუდოდ, თემი და ქალაქი გაერთიანდება. ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადადგეს, როცა გაყეს ქალაქი და რაიონი და ახლა პირდაპირ დამღუპველი გადაწყვეტილება მიიღეს. ყველაზე დიდი სიმახინჯე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქალაქს გაუკეთა, ეს არის გაერთიანება. არ ვეთანხმები და არ ვამართლებ. ეს არის სიმახინჯისათვის ფეხის აბმა და კუდის ქიცინი“.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბარძიმაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ახალციხის მერობის კანდიდატი იქნება.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე