გორში, სადგურის დასახლებაში, საბავშვო ბაღი შენდება. ამისათვის მარაბდელის ქუჩის მიმდებარედ საძირკველი უკვე გაიჭრა.
ახალი საბავშვო ბაღის მაკეტი საპროექტო ორგანიზაცია ,,სპეცმონოლითმა” შეადგინა. ჯამში, მის ასაშენებლად 540 000 ლარია გამოყოფილი. თანხის 65% ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.
ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერი 2017 წლის აპრილში გამოცხადდა და ამ ხნის განმავლობაში მოსაზმადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.