მარნეულის ქუჩებში პარკირების სისტემა არ არსებობს. გზის ორივე მხარეს მანქანებია ჩამწკრივებული. ცარიელი არც ტროტუარებია. ქვეითებს მანქანებს შორის გზის გაკვლევა და ავტომობილების სავალ ნაწილზე გადასვლა უწევთ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულში ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილი რუსთაველის ქუჩაა, სადაც რადენიმე ბანკია გათავსებული ტომობილების გასაჩერებელი ადგილი არ არსებობს, რის გამოც მძღოლები ტროტუარს იკავებენ. პარკინგის ნიშანს კი მთელს ქალაქში ვერსად შეხვდებით. მოსახლეობა ამ პრობემით წლებია შეწუხებულია.
“ყველას აწუხებს ეს პრობლემა. მოწესრიგებული უნდა იყოს საპარკინგე ადგილები. დახაზული უნდა იყოს და მინიშნებებიც გაკეთებული უნდა ჰქონდეს. მოქალაქეებმაც უნდა დაიცვან მოძრაობის წესი. მძღოლები არ არიან ყველა შემთხვევაში დამნაშავე ფეხით მოსიარულემაც უნდა დაიცვას წესები. საპარკინგე ადგილები მოწესრიგებული უნდა იყოს,”- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.
“ძალიან ბევრჯერ შეგვქმნია პრობლემა, რადგან საპარკინგე ადგილები არ არის ხოლმე, რომ ელემენტარული მანქანა გავაჩეროთ და გადავაადგილდეთ . ყოველთვიუს მაგის პრობლემა გვაქვს. ფეხითაც რომ გადავაადგილკდებით ხოლმე, ტროტუარზეც ვერ დავდივართ, გვეშინია საავარიო სიტუაციების. კარგი იქნება ამ პრობლემას თუ მოაგვარებენ…
“არავინ არ უყურებს კანონს, გადასასვლელი არ იციან, ვისაც სად უნდა იქ აჩერებს. რომ ეუბნები, რომ არ შეიძლება გაჩერება, ან გეუბნებიან მე არ ვარ მძღოლი, ან გეუბნებიან ორ წუთში გამოვალ, ან კიდევ წადი აქედან შენ ვინ გეკითხებაო. მე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი რატომ უნდა გადავიდე გზის სავალ ნაწილზე?” – ამბობს მოსახლეობა.
რადიო „მარნეულს“ პარკირების საკითხთან დაკავშირებით მასალა არაერთხელ მოუმზადებია. მათ შორის, ბოლოს რამდენიმე თვის წინ. მაშინ მერიაში განაცხადეს, რომ არსებული პრობლემის მოგვარებას უახლოეს პერიოდში გეგმავდნენ. ტენდერიც გამოცხადებული იყო, რომელსაც ჰყავს გამარჯვებული, თუმცა, ამ დრომდე ქალაქში საპაკინგე ზონის მოსაწყობად, სამუშაოები არ დაწყებულა.
დღეს მერიაში თქვეს, რომ პარკირების საკითხზე კომპეტენტური პირი ლაშა ლობჯანიძეა და სწორედ ის გასცემს შეკითხვებზე პასუხს, თუმცა, ის ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.