კასპის ცენტრში 1300 კვ.მ მიწის ფართის გასხვისების მცდელობას აპროტესტებენ

468

კასპის ცენტრში 1300 კვ.მ მიწის ფართი სხვისდება. ამის გამო, ოპოზიციის წევრებმა აქცია გამართეს. პარალელურად, საკრებულოში რიგგარეშე სხდომა იმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

სხდომას დავით ლეონიძე ხელმძღვანელობს, რომლის წინააღმდეგ წარწერები: ,,გამყიდველო ლეონიძე” ქალაქის ქუჩებში გაჩნდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ადგილი საფეხმავლო და საპარკინგე ადგილს წარმოადგენს, ხოლო მუნიციპალიტეტის ხელისუფლება პირადი სარგებლის მიზნით ყიდის.

საკითხი ერთი კვირის წინ საკრებულოს წევრებმა ჩააგდეს. ამჯერად კი, საკითხი განსახილველად მერიამ ხელახლა წარადგინა საკრებულოში.