დღეს საქართველო როგორც არასდროს არის მოკავშირეებთან ერთად – ამერიკასთან, ევროპასთან, ევროკავშირთან ერთად. მეტი ამერიკა და მეტი ევროკავშირია საჭირო საქართველოში, მეტი ამერიკა და ევროკავშირი სამეგრელოში. მით უმეტეს, ჩვენ ამის საუკუნოვანი ტრადიციები გაგვაჩნია ევროპასთან, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გაღრმავება, – განაცხადა ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ.
„ბოლო ორი წელიწადი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის რთული იყო, ჯერ ფაროსანა, შემდეგ ვირუსი, თუმცა, ჩვენ, მთავრობამ მოსახლეობასთან ერთად წარმატებით მოვახერხეთ ამ პრობლემების დაძლევა. წელს ჩვენ ველოდებით ძალიან კარგ მოსავალს, ამავე დროს ვირუსის მართვის სწორმა და დროულმა ღონისძიებებმა საშუალება მოგვცა იმისა, რომ დროულად გავხსნათ ეკონომიკა და აღვადგინოთ ტურიზმი ჩვენს რეგიონში“ – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. “ქართულ ოცნებას” მაჟორიტარობის 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი ჰყავს.