„ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც შესწევს უნარი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის, – ამის შესახებ ნოდარ ტურძელაძემ განაცხადა, რომელიც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
„დარწმუნებული ვართ, 2020 წლის არჩევნებში მოსახლეობა მხარს კვლავ დაგვიჭერს და არჩევანს გააკეთებს ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ქვეყნის წარსულში დაბრუნებას არ დაუშვებს. ხუთი წელია ვაკის გამგებელი ვარ, კარგად ვიცი რაიონის პრობლემები და გამოწვევები და საპარლამენტო პლატფორმიდან ვიმუშავებთ გამოწვევების დაძლევაზე“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. “ქართულ ოცნებას” მაჟორიტარობის 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი ჰყავს.