რა ეტაზეა ძირულა-ხარაგაულის გზის მშენებლობა

862

წინა სტატია

ლაშედან ხარაგაულის შემოსასვლელამდე ასფალტის საფარის ქვედა ფენა დაგებულია. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.

ამჟამად ძირულიდან ლაშემდე მიმდინარეობს გზის საფუძვლების მომზადება საიმისოდ, რომ ახლო მომავალში საფარის ქვედა ფენა მოეწყოს.

პარალელურად მიმდინარეობს წყალგამტარი მილების მშენებლობა ხარაგაულიდან სოფელ მარელისამდე.

ასევე, სრულდება ხიდების მშენებლობა/რეაბილიტაცია ძირულიდან ვახანისწყლამდე. პროექტით გათვალისწინებულია ოთხი ახალი ხიდისა და ასევე, არსებული ხუთი ხიდის რეაბილიტაცია.

პროექტი ითვალისწინებს ქვედა და ზედა საყრდენი კედლების მშენებლობას (გაბიონი, ლეგო, რკ.ბეტონის კედელი, ტერამეში), რაც ამჟამად მიმდინარეობს. საღანძილის მიმდებარედ საყრდენი კედლები ეწყობა.

ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მიზნით დაბა ხარაგაულში დაგეგმილია ტროტუარების, ჰორიზონტალური მონიშვნებისა და მწოლიარე ბარიერების მოწყობა, საგზაო ნიშნების დამონტაჟება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან “ჩემი ხარაგაულის მიერ” მოპოვებული ინფორმაციით, ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის მშენებლობის დასრულება, კონტრაქტით, 2020 წლის სექტემბერშია განსაზღვრული. სამუშაოების ვადის გაგრძელებაზე, ამ ეტაპზე, საკითხი არ დგას.