გურჯაანი-ზიარის გზის 7 კილომეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

626

საავტომობილო გზების დეპარატმენტი, ადგილობრივი მნიშველობის გზების რეაბლიტაციას იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გურჯაანი-ზიარის საავტომობილო გზის 7 კმ-იან მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გზის აღნიშნული მონაკვეთი გურჯააანის 10 სოფელს რაიონულ ცენტრთან აკავშირებს. ამასთან, ამ ტერიტორიაზე არაერთი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის და დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე სოფლები მდებარეობს.

-“გზის ეს მონაკვეთი აკავშირებს გურჯააანის 10 სოფელს რაიონულ ცენტრთან. ამასთან, ამ ტერიტორიაზე არაერთი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის და დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე სოფლები მდებარეობს. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მონაკვეთების რეაბილიტაციით, გაუმჯობესდება გზის საექსპლუატაციო მაჩვენებელი, ავტოტრანსპორტი კი შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილდება”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020-2021 წლებში განხორციელდება.