გვინდა სუფთა და ადაპტირებული მიწისქვეშა გადასასვლელები – აქცია გორში

424

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გორში მორიგ აქცია მართავს. ამჟერად, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მიწისქვესა გადასასვლელების დასუფთავებას და მოწესრიგებას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მათი მოთხოვნის მთავარი ადრესატი, როგორც ტრანსფარანტებიდან ჩანს, გორის მერია. ისინი კონტსანტინე თავზარაშვილის ქალაქზე ზრუნვას და მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებას სთხოვენ.

“ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ დასუფთავებას. ჩვენ ვითხოვთ ადაპტირებული გარემოს შექმნას.ქალაქში ცხოვრობენ ეტლით მოსარგებლე ადამიანები, რომლებიც ვერ სარგებლობენ ამ მიწისქვეშა გადასასვლელებით. საჭიროა დამონტაჟდეს პანდუსები და შეიმნას ადაპტირებული გარემო ამ ადამიანებისთვის”, – ამბობენ პარტიის წევრები.

მათივე თქმით, თუ დღევანდელ აქციას რეაგირება არ მოყვება, მომავალში პროტესტისთვის ქალაქის მერის სახლთან შეიკრიბებიან.