აქციის მონაწილეები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დაუპირისპირდნენ, აქციაზე ერთი პირი შეუძლოდ გახდა

747

წინა სტატია

აჭარის მთავრობის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შეხვდა. მინისტრმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილი იყო, ინვესტორთან კი შეთანხმება მიღწეულია, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული შენობაში შესახლებულთა ინტერესები.

“შენობის გაყიდვის შესახებ თქვენ ინფორმირებული იყავით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი ინტერესებიც იყოს დაცული და კეთილსინდისიერი მყიდველისაც, ინვესტორთან ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება ამის თაობაზე”, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

ამ განცხადებით მოქალაქეები უკმაყოფილო დარჩნენ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ერთად ჯაბა ფუტკარაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მინისტრი სამართალდამცავების დახმარებით აჭარის მთავრობის სახლში შევიდა. აქციაზე მყოფი ერთ-ერთი პირი კი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი აჭარის მთავრობის სახლთან რჩებიან და პროტესტს აგრძელებენ.