აჭარის მთავრობის სახლთან, ქობულეთში, სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებული მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, მათი საცხოვრებელი ადგილი ადგილობრივმა ხელისუფლებამ აუქციონის წესით გაყიდა, რომელიც ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა მალხაზ რომანაძემ შეიძინა. აქციის მონაწილეების თქმით, დეპუტატი არჩევნების შემდეგ მოსახლეობას აღნიშნული შენობიდან გამოსახლებით ემუქრება.
აქციის მონაწილეეებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე შეხვდა, რის შემდგომაც აქცია დაიშალა, თუმცა მოსახლეობამ განაცხადა, რომ მირიან ქათამაძესთან შეხვედრით უკმაყოფილო დარჩნენ და ამიტომ გადაწყვიტეს მორიგი აქცია აჭარის მთავრობასთან გამართონ.
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. აქციაზე ქობულეთის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც იმყოფებიან.