დაბა ახალდაბაში გზის მოასფალტება მიმდინარეობს

285

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გზის მოასფალტება მიმდინარეობს.

ბორჯომის მერიის ცნობით, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, დაბა ახალდაბის რამდენიმე ქუჩაზე 2 კმ ფართობზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

„აღნიშნული პროექტი, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ტაძრიში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 627 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყო სანიაღვრეები და ცხაურები. სამუშაოები მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ ადგილზე დაათვალიერეს. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.